Tuesday, July 4, 2017

პროექტებით სწავლება

პორტფოლიოს სანახავად დააწკაპეთ ამ ბმულზე

მეცხრე ტრენინგდღის რეფლექსია

        დღეს 4 ივლისს, ტრენინგის მეცხრე დღეს კიდევ ერთხელ შევამოწმეთ და მოვაწესრიგეთ ჩვენი საქაღალდე, ავტვირთეთ გუგლი დისკზე და მოვამზადეთ ბლოგზე გამოსაქვეყნებლად.
        დასრულდა ჩვენი ტრენინგი, რომელმავ ძალზე საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. შევძლებ მიღებული ცოდნა გამოვიყენო ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში (პროექტებით სწავლება).
       

          დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს - ბატონ გიორგი ხომასურიძეს საინტერესო და მნიშვნელოვანი ტრენინგისათვის.

Monday, July 3, 2017

მერვე ტრენინგდღის რეფლექსია

დღეს 3 ივლისს ჩატარდა ტრენინგი. ჩემს ბლოგზე გამოვაქვეყნე პრეზენტაცია. გავეცანით ფასილიტაციებს ინტერვიუსათვის და კვლევისათვის.დღემ ნაყოფიერად ჩაიარა.

Friday, June 30, 2017

მეშვიდე ტრენინგდღის რეფლექსია

   30 ივნისს ჩატარდა ტრენინგი . შევქმენით პრეზენტაციის შაბლონი, მოვიძიეთ და გადმოვიწერეთ ინტერნეტიდან თემის შესაბამისი ინფორმაცია და სურათები.სლაიდშოუს შექმნისას დავიცავი საავტორო უფლებები მივუთითე ინტერნეტიდან გამოყენებული მასალების საიტების ბმულები და მივუთითეტ საავტორო უფლებების ფაილში

Thursday, June 29, 2017

მეექვსე ტრენინგდღის რეფლექსია

ტრენინგის მეექვსე დღე ძალიან ეფექტური იყო. ვიმუშავეთ მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საბაზისო უნარჩვევებზე. გავწერეთ პროექტის სასწავლო პროცედურები , პროექტის მიმდინარეობა. ასევე დაწვრილებით გავიარეთ მოსწავლეთა დიფერენცირებული სწავლების მეთოდები

Sunday, June 25, 2017

მეხუთე ტრენინგდღის რეფლექსია

25 ივნისს ჩატარდა ტრენინგი, ინტელსახელმძღვანელოდან გამოვიყენეთ შეფასების ინსრუმენტები. შევარჩიეთ  პროექტის მსვლელობისა და დასრულების შემდეგ გამოსაყენებელი მეთოდები, და ინსტრუმენტები. როგორც მოსწავლემ შევავსე პროექტის კონფერენციის კითხვებზე პასუხები. შევქმენი მოსწავლის საბოლოო ნამუშევრის შეფასების რუბრიკა.

Saturday, June 24, 2017

მეოთხე ტრენინგდღის რეფლექსია

24 ივნისს ჩატარდა ტრენინგი. ამ დღეს მოვახდინეთ პროექტის გეგმის საკვანძო სიტყვების შედგენა, ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები, შევარჩიეთ პროექტზე მუშაობის მეთოდები და შესაბამისი ინსტრუმენტები.

Friday, June 16, 2017

მესამე ტრენინგდღის რეფლექსია

         ტრენინგის მესამე დღეს - 16 ივლისს ჩატარდა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. გავეცანით ბლუმის ტაქსონომიის ძირითად მიდგომებს, ოცდამეერტე საუკუნის უნრ-ჩვევებს და შევეცადეთ სტანდარტიდან გამომდინარე მოგვერგო ჩვენს სასწავლო პროექტზე. ჩამოვაყალიბეთ პროექტის მიზნები.

Sunday, June 11, 2017

პირველი მოდულის რეფლექსია

10 და 11 ივლისს ჩატარდა ინტელის ტრენინგის პირველი მოდულის სამუშაო შეხვედრა.
გავეცანით ტრენინგის მიზანს. ინტერნეტში ვნახეთ პროექტებით სწავლების რამდენიმე ნიმუში. გავხსენით ახალი ბლოგი სახელწოდებით - პროექტებით სწავლება, სადაც განვათავსებ ჩემს ნამუშევარს.პროექტისათვის შევარჩიეთ ჩვენთვის საურველი თემა. ამოვიწერე მათემატიკის სტანდარტი , რომელიც დამეხმარება პროექტზე მუშაობის დროს.